მიხეილ სააკაშვილის საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდი. თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ არ იცის რას გააკეთებს სასამართლო და ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჯერებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ.
"ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება რასაკვირველია მაინც რომ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას იზამს სასამართლო. თუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიიჩნია საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სასჯელის აღსრულება გადავადდეს და ნაციონალური მოძრაობა მორიგ ჯერზე შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, ეს ვერ იქნება ვერანაირი შედეგის მომტანი. ეს იქნება მორიგ ჯერ საკუთარი ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და მისი სიცოცხლით და ბედით თამაში. მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღეს, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თვითონ დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
"როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის მოარული სპეკულაციური აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს მოწამვლას და შემდეგ, პირი რომელიც ასეთ ბრალდებებს აყენებს, უარს აცხადებს ნიმუშების გაცემაზე, ექსპერტიზის კვლევაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე, ადგილი ჰქონდა თუ არ ჰქონდა ასეთ ფაქტს, ეს ბუნებრივია, რომ შეიძლება საკმაოდ ცუდ ეჭვებს აღძრავდეს. საზოგადოებას ეს ეჭვები, მე ვეტყვი თუ არ ვეტყვი ამისგან დამოუკიდებლად ბუნებრივად უჩნდება. უმჯობესია მოვუსმინოთ ექიმებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და უშუალოდ ჩართული არიან ამ პიროვნების ჯანმრთელობის მართვის პროცესში. მათი განცხადებით ეს არ ემთხვევა პოლიტიკოსების სამედიცინო დასკვნებს. რომელს უნდა ვენდოთ, მე მგონი გასაგებია,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.