14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. მედიკოსებმა ჯანაშიას შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად, ის შიმშილობას განაგრძობს. ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ხდება ახლა მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს. სანამ მომცემს ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა შიმშილობის გაგრძელების უფლებას, მანამდე მე ამას გავაგრძელებ,“ - აცხადებს ანა წითლიძე.

დავით კირკიტაძე კი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დილით შეწყვიტა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.

 

 

დღის ამბები