14 ნოემბერი 2024,   22:07
ვრცლად
ანა წითლიძე უკვე მე 11-ე დღეა შიმშილობს

უკვე მე-11 დღეა დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის პროტესტის მძიმე ფორმით გამოხატვას არ წყვეტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, ასევე პრეზიდენტს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

"შიმშილობის მე-11 დღეს მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტ სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ," - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები