14 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
რატომ არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ამბასადორიალს - ადმინისტრაციის განმარტება

რატომ არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ამბასადორიალს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტება გააკეთეს და მიზეზებზე ისაუბრეს.

"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ "ელჩების კონფერენციას" არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა," - აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ღონისძიებაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით შეკითხვა მედიამ  პარლამენტის თავმჯდომარესაც დაუსვა. 

"არც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოვადგენ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე ვიყავი მიწვეული, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მივედი ამ ღონისძიებაზე და გამოვედი სიტყვით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები