14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმ დაძაბულ ურთიერთობას, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის  არსებობს - თეონა აქუბარდია

სალომე ზურაბიშვილი დღეს "ელჩების კონფერენცია 2022"-ს არ დაესწრო. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებების გამო მთავრობასა და ზურაბიშვილს შორის დაძაბულობაა. 

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გარკვეულწილად არსებობს პრობლემა, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს პრობლემა მომდინარეობს მისი მთავრობის მიმართ კრიტიკული შეფასებიდან. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ მომავალზე და კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გასატარებელ ღონისძიებებზე.

შესაბამისად მიზეზად არის დასახელებული პროტოკოლის მხრიდან ადგილი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმ დაძაბულ ურთიერთობას, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის  არსებობს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
 

დღის ამბები