14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული - შალვა პაპუაშვილი

მმართველი გუნდი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, ყოფილი პრეზიდენტის თემით პოლიტიკური სპეკულაციები შეწყვიტოს.

"სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა ამ მსჯავრდებულ პირზე, პასუხისმგებელია, რომ ჰქონდეს სათანადო პირობები შექმნილი, მიწოდებული ჰქონდეს სათანადო სამედიცინო სერვისი და ზუსტად ამას აკეთებს აბსოლუტურად დეტალურად საქართველოს სახელმწიფო. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები.

სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ 1 წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც პირობები არის სათანადო შექმნილი, უფრო უკეთესი, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში და ასევე ყველანაირი სერვისი სამედიცინო მას შეთავაზებული აქვს, ყველა კვლევა, რომელიც მას დასჭირდა - ჩაუტარდა, ყველა სახის სამედიცინო იქნება თუ მედიკამენტური დახმარება - აბსოლუტურად ყველაფერი გაეწია. სხვათა შორის ამას არავინ არ ამბობს, რომ იყო რაიმე სერვისი სამედიცინო, რომელიც მას სჭირდებოდა და ვერ მიიღო," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები