მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ.
მათ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
ათონელის სასახლესთან შეკრებილები ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საჭიროა მისი დროულად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
"საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას ითხოვს.
"ჩვენ მეორედ ვერ მივცემთ თავს უფლებას მოგვიკლან პრეზიდენტი. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს გამმოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გადაარჩინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი,"- აცხადებს მანანა ჯებაშვილი.