14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ეს არის სრული მობილიზაციის შედეგი, ჩვენი ქვეყნის არევის სურვილით ეს შემოტევაც ჩავარდება - ვატო შაქარიშვილი

"ეს არის ჩვენი "დაუძინებელი მეგობრების" სრული მობილიზაციის შედეგი. ურთიერთშანტაჟით, ბინძური პოლიტიკური ინტერესებით და ჩვენი ქვეყნის არევის სურვილით ერთმანეთთან დაკავშირებული ძალების ეს შემოტევაც ჩავარდება, რადგან სიმართლის ერთი მარცვალიც არ არის მათ მხარეს!" - წერს ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, მიშას გათავისუფლების კამპანია მიმდინარეობს წარმოუდგენელი უტიფრობის დემონსტრირებით! არანაირი სინანული.

მისი თქმით, სიმულაციით და უტიფრობით ადამიანებში ვერ გამოიწვიეს ემპათია.

"CNN, 130 ყოფილი საჯარო მოხელე, 562 ქალი და ჰუ-მონეტარული ევროდეპუტატები… ეს არის ჩვენი "დაუძინებელი მეგობრების” სრული მობილიზაციის შედეგი. ურთიერთშანტაჟით, ბინძური პოლიტიკური ინტერესებით და ჩვენი ქვეყნის არევის სურვილით ერთმანეთთან დაკავშირებული ძალების ეს შემოტევაც ჩავარდება, რადგან სიმართლის ერთი მარცვალიც არ არის მათ მხარეს! როგორ არ გვიცნობენ და როგორ ცდიან ჩვენს მოთმინებას?! მაშინ, როცა სააკაშვილის მიერ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ღიაა და დღესაც გვეღუპებიან მისგან დაზარალებული ადამიანები, კორუფციული სინდიკატი ყველაფრის ფასად ცდილობს პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი დამნაშავე. ცხადია, ამას არ აქვს და ვერ ექნება ჰუმანიტარული საფუძველი, არამედ რეალური საფუძველი სააკაშვილის დანიშნულებაა - საქართველოს ომში ჩათრევა, რასაც "ვივა მედიდან" ვერ მიაღწევს. ამიტომ ის უნდა დაიხსნან და მისცენ “გზა ფართო!" თანაც, მიშას თავისუფლების კამპანია მიმდინარეობს წარმოუდგენელი უტიფრობის დემონსტრირებით! არანაირი სინანული, თუნდაც მოჩვენებითი! სააკაშვილზე არც არი ლაპარაკი… დედა ჩემპიონი უსინდისობაში… ძმამ ამ რამდენიმე დღის წინ გენიალური ფილმი “მონანიება” და საბჭოთა იდეოლოგია მოგვაგონა - როცა დიადი მიზნები გვქონდა შესასრულებელი, იქ ათასობით განადგურებული ოჯახი რა მოსატანიაო… არც გუნდშია სინანულის ნატამალი, პირიქით მაია ნადირაძემ, "რას გადაგვაყოლეთ ამ ერთ გირგვლიანსო"… სიმულაციით, უტიფრობით, ტყუილით ადამიანებში ემპათიას ვერ გამოიწვევთ! ისევ თქვენთვის იქნება კონტრპროდუქტიული და იმდენს იზამთ, რაც 2012-ში დაგაკლოთ ქართველმა ხალხმა, ეხლა წაგლეკავთ საბოლოოდ!!!" - წერს შაქარიშვილი

დღის ამბები