სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ახალი ინტერაქტიული პროგრამის - ტურიზმის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული პორტალი ორი მოდულისგან შედგება - ვიზიტორთა და სასტუმროების სტატისტიკა.
პირველი მოდული ადგილობრივი, გამყვანი ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა გამოკვლევის შედეგებს აერთიანებს, ხოლო მეორე - სასტუმროების დაწესებულებების გამოკვლევის ძირითად შედეგებს მოიცავს.
თოდრაძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია, როგორც ტურიზმის სტატისტიკაზე ასევე ზოგადად სასტუმროების შესახებ.