14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ფოთისა და ბათუმის პორტები გასხვისებულია, სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი ტარიფებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია განვითარებული პორტები და რკინიგზა, ანაკლიის პორტის 49%-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს და უახლოეს თვეებში გვექნება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას  განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება და სახელმწიფო უნდო იყოს ამ სტრატეგიული ობიექტის 51%-ის მფლობელი.

"ფოთისა და ბათუმის პორტები გასხვისებულია. სახელმწიფოს არ აქვს რაიმე სახის ბერკეტი, რომ ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დააწესოს. ამიტომ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება.

ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია განვითარებული იყოს პორტები და რკინიგზა. ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას ჩავდებთ. ანაკლიის პორტის 49%-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს და შედეგი უახლოეს თვეებში გვექნება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები