14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ადგილი აქვს 450 დღიან სიმულაციას, ასეთ დროს ბუნებრივია გიწევს არა მაღალი რეპუტაციის, არამედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების საქმეში ჩართვა - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრის  ყოველწლიური ანგარიში შეაფასა.

"დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს. მე არ მგონია, რომ საზოგადოებას 9200 პატიმრიდან მაინცდამაინც ერთი პატიმრის ბედი აინტერესებდეს. ჯობია იმ საკითხებზე ვიყოთ კონცენტრირებული, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, ერთ-ერთი კითხვა იყო, "ემუქრება თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი რომ არ შეიწყალოს" - რაზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მუქარა არაფერ შუაშია მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ "რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება იმიჯისთვის":

"იმიჯის დაზიანება თავისთავად ხდება და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში კი, მისი ნაბიჯი კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს მისი იმიჯისთვის. სააკაშვილს იმ პატიმრებთან შედარებით, ვინც მან შეიწყალა, ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

ზოგადად დღეს არ მინდა მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, რადგან ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. საქმე გვაქვს მთლიანობაში სიმულაციასთან, ადგილი აქვს 450 დღიან სიმულაციას და ასეთ დროს ბუნებრივია გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციასაც სინამდვილეში ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შექმნას რაღაცნაირად საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ წესით, სიმულაცია არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს. 450 დღიან სიმულაცია არის ის, რაც საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა,"- განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები