14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ათასიდან ერთი თუ არ გაითვალისწინა სასამართლომ, ეს არაფრის მთქმელი  არ არის - ბაჩო დოლიძე ერიკ გოლდ სმიტის შესახებ 

ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდ სმიტის რეპუტაციასა და პროფესიონლაზიმთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში". საუბარია განცხადებებზე, რომლის თანახმადაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნა ნიუ-იორკის სასამართლომ რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე ეჭვქვეშ დააყენა.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და ოჯახის წევრები კი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, საუბრობენ პაციენტის უმძიმეს მდგომარეობაზე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ამერიკელი ექსპერტის რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა. 

"ზოგადად, მის რეპუტაციასთან კითხვები არასოდეს არავის არ ჰქონია, უამრავი სასამართლო არის ჩატარებული მისი ექსპერტიზის დასკვნით და ჩართულია ძალიან ბევრ პროცესში. ათასიდან ერთში თუ არ გაითვალისწინა სასამართლომ, ეს არაფრის მთქმელი არ არის. ათასობით არის ეგეთი დასკვნები გაკეთებული და საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტია," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

"თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ამერიკელი ექსპერტის ამბავი არ არის მთლად გამართული, იმიტომ რომ მთავარი მისი დამსახურება იყო ის, რომ ის ამერიკელია. მეტი არაფერი არ ვიცოდით ამ ექსპერტზე და ბუნებრივია, ამერიკაში შეიძლება ბევრი ექიმი იყოს, კეთილსინდისიერი, პროფესიონალიც და არაკეთილსინდისიერი და გაყიდულიც. ამიტომ, როცა მარტო იმიტომ უნდა დავუჯეროთ ადამიანს რომ ის ამერიკელია, ეს უკვე პრობლემას ქმნის," - აცხადებს  ალექსანდრე რაქვიაშვილი.

გოლდ სმიტმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ჩვენება გასულ კვირას მისცა.

დღის ამბები