14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ეს ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს, რომელიც აქვს საზოგადოებას- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერის მიერ წარდგენილი 2022 წლის ანგარიში არის მაგალითი იმისა, თუ რაოდენ განსხვავებული ინტერესები აქვს ოპოზიციას და საზოგადოებას. 

ამასთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ საზოგადოება ამყოფონ გარკვეული საკითხების ტყვედ. 

"ეს ანგარიში თავად არის კარგი მაგალითი იმისა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს იმაში, თუ რამდენად აცდენილია ოპოზიცია იმ რეალურ გამოწვევებს, საჭიროებებს, მიღწევებს, რომელიც აქვს საზოგადოებას.

ამავე დროს, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოება ამყოფოს მუდმივად 1-2 საკითხის ტყვედ, ამ საკითხებს არ გასცდეს საზოგადოების ფიქრი და დისკუსია.

წელსაც საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს ამ წელს და ეს არის გამორჩეული მიღწევა რეგიონში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები