14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა" - რას წერს გიორგი გამსახურდია

"არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა" - ამის შესახებ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძის შვილი, გიორგი გამსახურდია საკუთარ twitter-ის გვერდზე წერს. 

"არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისათვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე," - წერს გიორგი გამსახურდია.

დღის ამბები