მისაღებია სასწრაფო ზომები სიმულაციურ ავადმყოფობაზე აგებული კამპანიის სასწრაფოდ შესაჩერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პასუხისგება მოუწევს ხელისუფლებას - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია " ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ექვემდებარება საერთაშორისო ლობისტების მიერ წამოწყებული "ფრი მიშას" კამპანიის ზეწოლას და თავისი ბრიფინგის უდიდესი ნაწილი დასავლეთში მყოფ პატრონებთან გასაშვები გზავნილებით დატვირთა.
"ქართული საზოგადოება და სიმულაციურ საფუძველზე დაფუძნებული საერთაშორისო კამპანია
სიმულაციის გზით სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. ვითომ სიკვდილის პირას მყოფი მიშას დასაცავად გამოსულმა საერთაშორისო აქტორებმა ნელ-ნელა ისეთი ფონის შექმნა დაიწყეს, რომ მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა სამარცხვინო საქციელის ნაცვლად უდანაშაულო პატიმრის უსამართლო პატიმრობიდან დახსნის კეთილშობილურ საქმედ წარმოჩინდეს.
მას მერე რაც ლობისტები დარწმუნდნენ, რომ საქართველიში მიშას გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი მიტინგების მოწყობა შეუძლებელია, ხოლო 100-200 მხარდამჭერის გამოყვანა წამგებიანია. დაქირავებულმა საერთაშორისო ლობისტებმა 4 იანვარს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქციებიც დააანონსეს მიშას გათავისუფლების მოთხოვნით.
ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ და მასობრიობის ილუზიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელთა ნაწილი დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიართვეს.
იგრძნო რა სალომეს მერყეობა, მიშას სასტიკი რეჟიმით დაზარალებული და სხვა დემოკრატიული ძალები თვითონ მივიდნენ სალომესთან იმის მოსათხოვად, რომ არ შეიწყალოს კრიმინალი სააკაშვილი. სალომემ, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს ღირსეულად დახვედროდა და მშვიდად აეხსნა თავისი პოზიცია, მათ შეურაცყოფა მიაყენა, სიძულვილის გამომხატველი გამოთქმით მიმართა რას მომივარდითო და შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი პოზიცია დააფიქსირა.
აშკარაა, რომ სალომე ექვემდებარება საერთაშორისო ლობისტების მიერ წამოწყებული „ფრი მიშას“ კამპანიის ზეწოლას და თავისი ბრიფინგის უდიდესი ნაწილი დასავლეთში მყოფ პატრონებთან გასაშვები გზავნილებით დატვირთა.
ასეთ პირობებში სრულიად გაუგებარია ხელისუფლების თავდაცვითი პოზიცია და მხოლოდ იმის განცხადებები, რომ მიშა სიმულიანტობს და რომ მის სიცოცხლეს რეალურად არაფერი ემუქრება. ჩვენც ვიცით, რომ მას მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის შეუგუებლობა ჭირს და ამიტომ ჭირვეულობს პატარა ბავშვივით, მაგრამ შენ რომ ხელისუფლება ხარ, მხოლოდ კომენტარები კი არ უნდა აკეთო, არამედ უნდა იმოქმედო: ჯერ ერთი, სიმულიანტი პატიმარი საავადმყოფოდან უნდა გადაიყვანო ციხეში და მეორეც, უნდა მოითხოვო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რათა სალომეს მიერ შეწყალებული მსჯავრდებული უცებ არ აღმოჩნდეს თავისუფლებაში, რაც აუცილებლად ააყირავებს სიტუაციას საქართველოში. და ამ აყირავებაში მთავარ როლს იმდენად ნაციონალები არ შეასრულებენ, რამდენადაც მიშას დიქტატორული მმართველობის მოწინააღმდეგე ასეულ ათასობით ადამიანი.
ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მისაღებია სასწრაფო ზომები სიმულაციურ ავადმყოფობაზე აგებული კამპანიის სასწრაფოდ შესაჩერებლად, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პასუხისგება მოუწევს ხელისუფლებას" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.