არცერთი გაერთიანება ევროპაში არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამჯერად უმაღლესი რადას ტრიბუნიდან გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტზე რუსეთის აღარავის ეშინია და რომ უკრაინამ ევროპის გაერთიანებაში დიდი წვლილი შეიტანა.
"ჩვენ ყველას ავუხსენით, რომ არცერთი გაერთიანება ევროპაში არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე. დადგა დრო, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
სულ რაღაც ერთი წლის წინ შეუძლებელი ჩანდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქონოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები „პეტრიოტი", მაგრამ ახლა ასეთი შეთანხმება არსებობს. ეს უკრაინისადმი ნდობის განსაკუთრებული ნიშანია. ეს არის ნამდვილი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამას მივაღწიეთ.
გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ასევე უნდა აღვადგინოთ საზოგადოებრივი მთლიანობა. მილიონობით ჩვენი ხალხი, რომელიც დევნილებად იქცა, თავი შეაფარა საზღვარგარეთის ქვეყნებს, ლტოლვილად არ უნდა იქცეს," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.