14 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებს ადასტურებს

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად ამ შექმნილ უმძიმეს რეალობას. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა. ამ სიტყვებით ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად დაუკავშირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროკავშირში სტატუსის მიღებას და ევროკავშირში გაწევრიანებას. 

"მე მიხარია, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად ამ შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს, რომ ის როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ რბილად რომ ვთქვათ პრეტენზიები თუ არ გვქონდა, ეს ყველაფერი არის ახლა მეასე ხარისხოვანი.

ჩვენ ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთოდ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური განვითარების ვექტორზე, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა რომ ვიყოთ. გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოყვება რკინის ფარდის ჩამოწევა და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელორუსიასთან და პუტინის რუსეთთან  ერთად თუ დეკლარირებულად ვხვდებით ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს და მე მიხარია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხვდება, სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო აშკარად იზრდება," - ამბობს ნიკა მელია. 

აქვე, ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ უარყოფს.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გითხრათ ის, რის თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო. შეხვედრას არ უარვყოფ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არა თუ ოჯახის წუხილის საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენი სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან," - აცხადებს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. იქ იმყოფება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე.  

"დღეიდან შეგვიძლია უკვე კონკრეტული დასკვნების გაკეთება. ახალ წლამდე იყო გონივრული ვადა, რომ საბოლოოდ ემსჯელა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ადამიანს უნდა გადაუვადდეს თუ არა სასჯელი და უნდა გათავისუფლდეს თუ არა სასჯელისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,“ - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

 

 

 

დღის ამბები