14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია შესაძლებლობა შეხვედრის - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონია შეხვედრის შესაძლებლობა. 

"მე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია შესაძლებლობა შეხვედრის.

სახელმწიფოსთვის არის შანსი შესანარჩუნებელი ევროპული განვითარების. გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო დაორგანიზებული პარტია "ქართული ოცნების". ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ძალიან ცუდად წარმოაჩენს დამატებით ჩვენს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე. ბევრს აღარ უკვირს ამ ქვეყანაში ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ტერორი ქვეყნის მოქმედ თუ ყოფილ პრეზიდენტზე," - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები