"აი იას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა არასწორი მიდგომა აირჩია და ამ ქმედებით საკუთარ ლეგიტიმაციას წერტილი დაუსვა.
შაქარიშვილის თქმითვე, გუშინდელი აქცია იყო მშვიდობიანი სამოქალაქო შეკრება, მიზანი კი, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, რომ გაეძლო მიმდინარე ზეწოლისთვის.
"გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა აბსოლუტურად მშვიდობიანი, სამოქალაქო შეკრება, რომელიც დააორგანიზეს სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულმა ოჯახებმა. ეს მიტინგი, არავისთან მივარდნა და არავის საწინააღმდეგო არ იყო, ეს იყო მისი მხარდამჭერი და გამამხნევებელი აქცია. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ამ ადამიანებს მოფერებოდა, დაემშვიდებინა და გაემეორებინა თუნდაც მისი პოზიცია, რომ - არა და არასოდეს, მან დამრიგებლური, მენტორული და შეურაცხმყოფელი ტონი აირჩია,"- აცხადებს "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.