14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მე-6 დაიკავა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკვე მე-6 დაიკავა. საკანონმდებლო ორგანოში ახალ მთავრობას 120 დეპუტატიდან, მხარი 63-მა დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტში 31-დან ხუთი ქალია. ქვეყნის 37-ე მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია დაიცავს პოლიტიკურ სტაბილურობას. ახალი მთავრობა უპირატესობას მიანიჭებს ყოვლისმომცველ სასამართლო რეფორმას, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის შესაძლო ანექსიას და ულტრა-ორთოდოქსულ კონტროლს სახელმწიფო სამსახურებზე.

ნეთანიაჰუ ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი დროით მყოფი პრემიერ-მინისტრია. ის ამ თანამდებობას 15 წელზე მეტია იკავებს.

დღის ამბები