გურამ მაჭარაშვილი "ხალხის ძალის“ მიერ ორი კანონპროექტის სამომავლო ინიცირების საკითხზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას ეხმაურება.
"თუ ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები რუსულია, რასაც გუშინ რადიკალები და მათი ტელევიზიები ამბობდნენ, მაშინ კითხვა დაუსვან იმ სახელმწიფოს, საიდანაც თვითონ ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა? ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს თუ დააახლოვებს? ჩვენი აზრით, დაგვაახლოვებს, რადიკალების აზრით, დაგვაშორებს...
თუ ამერიკასა და ევროპაში ეს კანონი კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?
თუ ამერიკა და ევროპა იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?
პასუხი ერთია: რადიკალების აზრით, საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კარნახით უნდა გაატაროს. ასეთია მათი გაგებით დემოკრატია, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება," - აღნიშნავს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი.