"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივები პოლიტიკური შეფასებების თემაა. მოძრაობა ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოელი აგენტების" რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.
როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კი ყველას მოუწოდებს, რომ ამ კანონპროექტით დაინტერესდნენ.
"ხალხის ძალის" წარმომადგენლები უმრავლესობის წევრები არიან, თუმცა აქვთ მათ თავიანთი ხაზი და ლოგიკა, რომლითაც მიაჩნიათ, რომ ძალიან ბევრი რამის პრევენცია შეიძლება, რითიც ზიანდება ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება კანონპროექტს, მე პირდაპირ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ დაინტერესდეთ. არის ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში და ძალიან ბევრს ისეთ ტურბულენტურ გარემოში არსებული ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან, რომლებიც იძულებულები არიან დაიცვას გარე ფინანსური, თუ სხვა უსაფრთხოება - სწორედ ასეთი ტიპის კანონებს მიმართავენ," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.