14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
პრეიოდენტი დღეს დახურულ კარს მიღმა ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

რატი იონათამიშვილი კობახიძის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ შეიცვალა. 

"დღეს სახეზე არის, რომ ეს ადამიანი დახურულ კარს მიღმა ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, გენდერული ნიშნით აყენებდნენ შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. მოვარდნილებს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც აირჩია მაშინ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ხოლო მანამდე სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საკუთარ თავზე უმწვავესად იგრძნეს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ შეცვლილია". "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა "ნაცმოძრაობის" მიმართ. მისი თქმით, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს. ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" წევრებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს და ოჯახებს, რატომ მომივარდითო, მათ არ ეუბნება - განაცხადა კობახიძემ ერთ-ერთ მედიასთან საუბრის დროს.

დღის ამბები