14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"შეიძლება "ნაცებმა" თხოვეს, რადგან არ უნდათ გაბრაზებული მიხეილ სააკაშვილის ყურება" - იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შეჩერებაზე, პარტიებში შეფასებები მოჰყვა. 

"შეიძლება "ნაცებმა" თხოვეს, რადგან არ უნდათ გაბრაზებული მიხეილ სააკაშვილის ყურება, ყველა ამას არ იტყოდა, ზოგს ხშირად უნდა ხოლმე მისი ნახვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეთანხმება იყოს. მთავარი ვერსია ალბათ ის არის, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილს ნერვები მოუშალონ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონით დეპუტატებს არ სჭირდებათ პენიტენციური სამსახურის თანხმობა და მსგავსი ჩანაწერი არსად არ არის. მისივე თქმით, ერთადერთი, ვისი თანხმობაც არის საჭირო, ეს თავად პარლამენტის თავმჯდომარეა. 

დღის ამბები