მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არასამთავრობო და მედიის სექტორის შესახებ წარდგენილი კანონპროექტები მცირე ხანში ორივე მიმართულებას დაარეგულირებს.
„გარდა სოლიდური ჯარიმებისა, რომლებიც დასავლეთში უკვე პრაქტიკაშია და ჩვენთანაც ასე იქნება, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ როდესაც ტელეკომპანია ტყუილებისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდება, ფინანსებთან ერთად, საზოგადოებაში მისი რეპუტაციაც ილახება. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უნდათ, რომ ყველაფერი ცუდად იყოს და ყველაფერში ზიანი დაინახონ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტები მცირე ხანში ორივე მიმართულებას დაარეგულირებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.