14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ბრძოლაში ჩნდება ერი, ჩვენ გვეყოფა ძალა, რომ ვძლიოთ მტერს - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

ვენ ომი არ აგვირჩევია, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ, ღმერთია ჩვენს მხარეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ერი ბრძოლაში ჩნდება.

"ჩვენ ომი არ აგვირჩევია, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენი და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად - ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს”, - წერს ზალუჟნი.

დღის ამბები