14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს.

საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის ელჩი კელი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს. 

"ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ. ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს,"- ამბობს კელი დეგნანი

დღის ამბები