16 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
2023 წლის ნოემბრიდან, ევროპაში გამგზავრების მსურველებს, სპეციალური ნებართვა დაჭირდებათ

მოგზაურები, რამდენიმე თვეში, შენგენის ზონაში გადაადგილებას ახალი რეგულაციით შეძლებენ. 2023 წლის ნოემბრიდან ევროპაში გამგზავრების მსურველებს, სპეციალური ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ. "სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში" რეგისტრაციისთვის, საჭირო გახდება ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე, ინსტრუქცია უკვე გამოქვეყნდა.

დამატებითი ნორმების შემოღებაზე ევროკავშირში მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ახალი რეგულაციების ამოქმედებას ელოდებიან ტურ-ოპერატორებიც. ტურისტულ კომპანიებში განმარტავენ, რომ ახალი წესები უსაფრთხოების კუთხით, მათ საქმიანობაზე დადებით იმოქმედებს.

საქართველოს მსგავსად, ნებართვა საჭირო გახდება კიდევ 59 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც გამგზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები პირად მონაცემებს მიუთითებენ. განაცხადის ფორმაში ასევე იქნება ველი, სადაც მგზავრები უპასუხებენ კითხვებს ჯანმრთელობასა და ნასამართლეობაზე.

7 ევროს ღირებულების გადასახადის დაფარვა და ნებართვის მიღება 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის იქნება აუცილებელი. ევროკომისიაში ამბობენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.

დღის ამბები