14 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
წინა დღეს სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს, ხოლო მეორე დღეს სასამართლო პროცესზე ერთვება, ტყუილი და არასწორი ინფორმაცია მარტივად მჟღავნდება - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პროცესებს სიმულაციას უწოდებს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სასამართლო სხდომაზე ჩართვით დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ ესაჭიროება, მისი ქმედებები კი მხოლოდ სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.

ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვენ, ხოლო მეორე დღეს სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ერთვება.

"წინა დღეს კონკრეტული პაციენტი ითხოვს მისი სავარაუდო, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო რეანიმაციის განყოფილებაში გადაყვანას, ხოლო 24 საათში თავისივე ნებით ერთვება სასამართლო პროცესს და იქ გამოხატავს თავის პოზიციებს. ცხადია ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სწორედ პოლიტიზების ის ზღვარი, სადაც მავანი ცდილობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი დაიხსნან სამართლიანი და სამართლებრივად სწორი განაჩენებისგან, იწვევს იმ საბოლოო შედეგებს, სადაც ტყუილი და არასწორი ინფორმაცია მარტივად მჟღავნდება,"-აცხადებს მათიკაშვილი

დღის ამბები