შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან. აჰმედ ალნუაიმისთან.
მინისტრმა აჰმედ ალნუაიმისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.