14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ლელო" კულტურის მინისტრს პასუხობს - პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ გელათში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა

"ლელო" კულტურის მინისტრს პასუხობს - პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ გელათში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა და იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

მათივე თქმით, ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნა მიუთითებს რომ გელათის სარესტავრაციო სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს, უწყებისგან კი საკითხზე კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინეს. საკითხზე დაინტერესებისკენ მათ კულტურის კომიტეტსაც მოუწოდეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გელათის საკითხს საერთაშორისო დონის ექსპერტები სწავლობენ. 

დღის ამბები