14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
მერამდენედ უნდა დადასტურდეს ის პროგნოზები, რომლებსაც "ხალხის ძალა" აკეთებს - როგორც ვამბობდით, უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რასაც თავადვე უარყოფდნენ - ხუნდაძე უტიაშვილის განცხადებაზე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამჟამად სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შოთა უტიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"უკვე მერამდენედ უნდა დადასტურდეს ის პროგნოზები, რომლებსაც "ხალხის ძალა" აკეთებს. ჩვენ ვამბობდით, რომ ბევრი დაიწყებდა საუბარს იმაზე, რასაც თვითონ უარყოფენ, მაგრამ ვხედავთ, რომ აგენტის იარლიყებს ერთმანეთს უკვე თვითონ ჰკიდებენ და საერთაშორისო აღიარების თემებშიც გადავიდნენ;

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ყოფილი მაღალჩინოსანი - ბატონი უტიაშვილი - აკეთებს განცხადებას, რომ საქართველო იყო დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის სათამაშო. ეს, რა თქმა უნდა, დასაფიქრებელია, გასათვალისწინებელია, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი აღიარებაა. პროცესები საინტერესოდ ვითარდება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები