14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება პარტიის სახელით არ გაუკეთებია - ლევან ბეჟაშვილი

ლევან ხაბეიშვილს პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია - ამის შესახებ "ღამის კურიერს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს განცხადება არ იყო შეთავაზება ხელისუფლებისთვის, არამედ ეს იყო გამოწვევა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ ძალას სთავაზობს. 

"არჩევნები გუშინ დამთავრდა და პარტიის თავმჯდომარის ოფიციალურად უფლებამოსილებაში შესვლა პარტიის ყრილობის შემდეგ იქნება, თუმცა  ეს ხომ პასუხისმგებლობას არ გვარიდებს. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გამწვავება ამ თემის. ეს იქნება მთავარი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ქვეყნის შიგნით, საზოგადოების კონსოლიდაცია უნდა გავაკეთოთ, რათა ხელისუფლებამ იგრძნოს ქართველი საზოგადოების ობიექტური პასუხი. 

უნდა გავაანალიზოთ ის პროცესი, თუ როგორ მოხდა ლევან ხაბეიშვილის მიერ განცხადების გაკეთება - ლევან ხაბეიშვილს პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. იყო კითხვა, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, რა პოზიცია გვქონდა. ჩვენ კი ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ მომენტში მივიღებთ, მთავარია, რომ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს. 

ჩვენ ხელისუფლებას კი არ ვთავაზობთ, არამედ გამოწვევას ვთავაზობთ, რომ არამარტო პარლამენტიდან გავალთ, არამედ შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებასაც დავკარგავთ, კომისიებში ადგილებსაც დავკარგავთ, საკრებულოებიდანაც გამოვალთ. გამოწვევა არის ის, რომ ნულოვანი ნიშნულიდან დავუწყებთ ბრძოლას მათ. ჩვენ მომხრე ვართ პარლამენტის დატოვების, თუკი შედეგზე იქნება ეს ორიენტირებული. საერთო სტრატეგია უნდა გვქონდეს და ამის ფარგლებში, პარლამენტიდან გამოსვლა ერთ-ერთი ბერკეტი უნდა იყოს,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

 

დღის ამბები