14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც ტერიტორიების 20 % ჯერ ჩააბარა, მერე მათ ენაზე ვიტყვი "გაუპრავა", შემდეგ ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა საკუთარ ჯარს - მამუკა მდინარაძე

სააკაშვილი არის ის ადამიანი, როცა რუსეთზე ვლაპარაკობთ, რომელმაც ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ ჩააბარა, მერე მათ ენაზე ვიტყვი "გაუპრავა", შემდეგ ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა საკუთარ ჯარს, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ტერმინ "რუსულ ოცნებას" ოპოზიციის ნაწილი მაშინ იყენებს, როდესაც მათ არგუმენტები არ აქვთ.

"სააკაშვილი არის ის ადამიანი, რუსეთზე როცა ვლაპარაკობთ, რომელმაც ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ ჩააბარა, მერე მათ ენაზე ვიტყვი "გაუპრავა", შემდეგ ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა საკუთარ ჯარს, - ესეც ხომ ფაქტია, ესეც ხომ უალტერნატივო ამბავია, სხვანაირად ვერ შეაფასებ, რაც წერია ფურცელზე, რასაც ხელი მოაწერეს, აუწიეს და მხარი დაუჭირეს. ეს ხომ ფაქტია. რაც არ უნდა ინტერპრეტაციები მივცეთ ამ ამბავს და მოვინდომოთ მათი გამართლება, ხომ ვერ გავამართლებთ რეალურად.

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც რუსული საქმე აკეთეს ამ ქვეყანაში და ერთადერთი, რაზეც არგუმენტი არ აქვთ, დააკვირდით თუ გნებავთ, როდის წარმოისვრიან ხოლმე ამ ტერმინს, როცა არგუმენტი აქვთ ცოტა, ნაკლები, უსუსური და ა.შ, ან საერთოდ არ აქვთ, მაშინ - "ესენი აკეთებენ რუსულ საქმეს" და ერთი პიარის წესი აქვთ დაზეპირებული, რომ რა არის რეალობა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ათასჯერ და მეტჯერ გაიმეორო რაღაც, რომ დააჯერო საზოგადოებას და საზოგადოებაზე ძალიან ცუდი წარმოდგენის გამო იძახიან "რუსული ოცნება" და ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, არგუმენტები თუ რატომ არის ეს ასე - არ აქვს მნიშვნელობა, ასე ჰგონიათ რომ დაარწმუნებენ," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები