"ღამის კურიერს" ეთერში "ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენასტან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების თანხმობას, ან უარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
მისივე განმარტებით, რადგან რუსეთმა თავად დაადო საქართველოს ამ კუთხით სანქცია, შესაბამისად ეს ცალმხრივი პროცესია და არანაირი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებაზე არ აქვს.
"რაღაც რომ იყოს დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე თანხმობა ან უარი და ა.შ. შეიძლებოდა უფრო რელევანტურად განხილულიყო ეს თემა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ცალმხრივად მიღებული თავის დროზე, იყო პრაქტიკული სანქცია და დღესაც ეს სანქცია ადევს რუსეთის მხრიდან საქართველოს და ახლაც ცალმხრივად გადასაწყვეტია. აქ საორჭოფო არაფერია. როდესაც მათ ამის შესახებ განაცხადეს, ჩვენ ამაზე თამამად ვთქვით, რომ მივესალმებით კიდევაც, რომ თუ ჩვენ მილიონამდე თანამოქალაქეს გზა გაეხსნება, რომ ასე შემოვლით არ იარონ თავის ქვეყანაში ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე, ეს მათივე მხრიდან გადასაწყვეტი საკითხია, დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია, არანაირი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებაზე არ აქვს. მათ შეუძლიათ აღადგინონ ფრენები - თანხმობა არ თანხმობაც არ სჭირდებათ ჩვენი. სანქციის მოხსნას როდის იყო თანხმობა სჭირდებოდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.