14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკის გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა, ოპოზიციის კი შემცირდა - ანდრია გვიდიანი

სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკის გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა, ოპოზიციის კი შემცირდა - ამის შესახებ ანდრია გვიდიანი NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა.

ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება.

ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა," - წერს გვიდიანი.

დღის ამბები