14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ასეთი ტიპის კვლევებით არასოდეს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში, მას არანაირი ღირებულება არ აქვს - იაგო ხვიჩია NDI-ზე

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულ კვლევას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არ არის რელევანტური ის ინფორმაცია, რომელიც კვლევის შედეგებშია მოცემული. 

"როდესაც მოსახლეობის 55% ან გაძლევს პასუხს, ან უარზეა, ან არ იცის, აქედან გამომდინარე დანარჩენ 45%-ში გამოკითხულის შედეგით იმსჯელო თუ რა მხარდაჭერა აქვს კონკრეტულ პარტიას, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური, იმდენად, რამდენადაც ბევრი სხვა შინაარსით დატვირთული ინფორმაცია ამოვიკითხეთ იქ," - აცხადებს  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

"გირჩის" ლიდერი იაგი ხვიჩიაც იმავეს ამბობს და ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ნაწილში, ასეთი ტიპის კვლევებით, არასოდეს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება.

"კვლევა, სადაც შდეგად ამოვა ის, რომ 25% აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას", 6% "ნაცებს" და მეტი არაფერი არ ვიცით - ზოგადად არც უნდა გამოქვეყნდეს, რადგან მას, ჩემი აზრით არანაირი ღირებულება არ აქვს. ზოგადად ასეთი ტიპის კვლევებით, არასოდეს არ ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში,"-  აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ ახალ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, 2  519 პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. ცდომილების ზღვარი კვლევაში +- 1.6 პროცენტს შეადგენს. კვლევა ჩატარებულია "სიარარსი საქართველოს" მიერ.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

 




დღის ამბები