ბრიუსელში გამართულ დებატებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები. ოპოზიციის შეფასებით, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.
ამასთან, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ყველამ, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
"აი ასეთი დიდი საერთაშორისო ძალისხმევის და ზეწოლის შედეგად, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ყველა კეთილსინდისიერმა და გონიერმა ადამიანმა თუ გავაერთიანეთ ჩვენი ძალისხმევები, შევძლებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ. სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ყველამ და ევროპარლამენტში, როგორც ჩანს ყველაზე კარგად ესმით დროის ფაქტორი და ეს საკითხი არის დასაჩქარებელი," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.