14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
გამოდის, რომ ყველაფერი თვითონ დაიმართა, თავიც მოიწამლა თურმე...მოეკითხება ყველას - გიული ალასანია

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გიული ალასანიას განმარტებით, ექსპრეზიდენტს არც ერთი ორგანო ჯანმრთელი არ დარჩა.

მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომლებიც  სააკაშვილის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის შეგნებულად დაზიანებას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"მდგომარეობა არის მძიმე. ფაქტობრივად, შიგნით ადამიანს ორგანო აღარ დარჩა ჯანმრთელი. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, ისინიც არიანო შუაში.. გამოდის, რომ ყველაფერი თვითონ დაიმართა, სხვათა შორის მოწამვლის ჩათვლით, თავიც მოიწამლა თურმე. მე ვფიქრობ, რომ მოეკითხება ყველას სწორედ, ვინც ამხელა ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები