14 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებს შესაბამის კალორიებს/მედიკამენტებს, ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი არის თავად - გიორგი ამილახვარი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი კვლავ პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, კლინიკა "ვივამედის" დირექტორის ინფორმაციით კი, პატიმარი სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

ვინ არის პასუხისმგებელი? - ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი თვითდაზიანების მიყენებით არის დაკავებული, რაზეც მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობა სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების პოლიტიზირება.

"თვითდაზიანება ვერ იქნება გათავისუფლების საფუძველი, ამის პრეცენდენტი არ არსებობს და დაუშვებელია, რომ მსგავსი პრეცენდენტები შეიქმნას იმ სახელმწიფოში, რომელიც არის სამართლებრივი, სადაც დაცული არის კანონის უზენაესობა. ეს იგივე არის, რომ ტერორისტებს, რომლებიც აიყვანენ ვთქვათ მძევლებს, ყველა პირობა შევუსრულოთ ისე, რომ პასუხი არ მოვთხოვოთ მათ. შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულება არის, ძალიან ობიექტურად რომ ვთქვათ, არასათანადო და დაუშვებელი.

რაც შეეხება თვითდაზიანებას, ცხადია პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანზე და მოქალაქეზე, რომელიც საკუთარ თავს იზიანებს და ამას აკეთებს გამიზნულად, განზრახ იმისთვის, რომ იქნებ რაიმენაირად სასჯელს გაექცეს და აარიდოს თავი," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი განმარტავს, რომ როდესაც ადამიანი არ ითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებს და აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას, ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ თვითონ.

"ადამიანი როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებს შესაბამის კალორიებს და მედიკამენტებს, ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი, ვინც ამაზე შეიძლება იყოს არის თავად ის ადამიანი, ვინც არის თვითდაზიანების რეჟიმში და სანამ ის არ გაათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ამ სასჯელის ბოლომდე მოხდა და გამოვა თვითდაზიანების რეჟიმიდან, მისი ჯანმრთელობა არის და იქნება სრულად უზრუნველყოფილი," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელი სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მიზანი პატიმრის განკურნება კი არა, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

"ის, რომ ის არ ექვემდებარება და არ ემორჩილება ექიმების თხოვნებს, რომ მიიღოს საკვები და ის მედიკამენტები, რომლებიც არის აუცილებელი მისთვის, ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობა თვითონ აქვს ნებისმიერ პატიმარს და ზოგადად ნებისმიერ მოქალაქეს. რეალურად, მითები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ იკურნება, აქ არ არის ისეთი საშუალება, რომ განიკურნოს და ა.შ. ქალბატონმა გიულიმ დაამსხვრია და თქვა, რომ მათი მიზანი არ არის განკურნება, მათი მიზანია ჯერ გათავისუფლება და მერე საერთოდ იმკურნალებს თუ არა, სად იმკურნალებს საქართველოში თუ სხვაგან, ამას გადაწყვეტენ. რეალურად საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს იცის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები