14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
"ნახეთ, როგორ უნდათ, რომ წაიყვანონ სააკაშვილი და მერე ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ" - ირაკლი ქადაგიშვილი

ბრიუსელში გამართულ დებატებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს რეალური ინფორმაცია არ აქვთ. სააკაშვილს საქართველოში ყველა საჭირო პროცედურა უტარდება, თუმცა ის თვითდაზიანებას მიმართავს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, გარკვეული ადამიანების ჯგუფს სურს, რომ სააკაშვილი წაიყვანონ საზღვარგარეთ და  შემდეგ ის გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საზიანოდ. 

"ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც უნდა დასვან სწორი აქცენტი. უნდა მოხსნას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე სახელმწიფო წამლავს ადამიანს და აწამებს. დაუბრუნდნენ რეალობას, რეალობის აღწერის შემდეგ თქვან, რომ მოდი იქნებ ეს სააკაშვილი გავიყვანოთ აქედან. ნახეთ, როგორ უნდათ, რომ წაიყვანონ სააკაშვილი და მერე ისევ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. თურმე სააკაშვილი იმიტომ კი არ მიდის აქედან, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, თურმე სააკაშვილს სახელმწიფო კლავს და წამლავს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის: ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართა. დებატს მხოლოდ ამ საკითხით დაინტერესებული დეპუტატები ესწრებოდნენ. დებატები დაიწყო კომისიის და საბჭოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლით. საბჭოს და კომისიის ძირითადი გზავნილი იყო, რომ ევროსტრუქტურები ადევნებენ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ამბობენ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი, როგორც პატიმრის ჯანმრთელობა.

დღის ამბები