უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.
"საბჭოთა კავშირის კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს," - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე. უკრაინის საგარეო სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.