ევროპარლამენტმა ანდრეა კოზოლინოს და მარკ ტარაბელას იმუნიტეტის გაუუქმა - საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ევროპარლამენტის წევრები კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები.
ეჭვმიტანილია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი. ბელგიის პოლიციამ დეპუტატების ჩხრეკის შედეგად 600 ათასი ევრო აღმოაჩინა. ისინი ე.წ. კატარ-გეითის სკანდალთან არიან დაკავშირებული.