14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ოპოზიციას უნდოდა ვითარების არევა ქვეყანში, ამის საშუალებას მათ ვერ მივცემდით და ამიტომ, ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ არ დაგვეწესებინა სანქციები - ირაკლი კობახიძე

რა შედეგი ექნებოდა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებზე მიერთების შედეგად? - კვლევის შედეგებს, რომელიც ეკონომისტების ნაწილმა მოამზადა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფასებს. მისი განცხადებით, ვიღაცისთვის ამ სანქციების დაწესებას შეიძლებოდა ორმაგი ეფექტი ჰქონოდა. ამ კონტექსტში კობახიძე ოპოზიციას ახსენებს და განმარტავს, რომ ისინი ჯერ მკაფიოდ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, შემდეგ კი პოზიცია შეცვალეს. 

"ვიღაცისთვის ამ სანქციების დაწესებას შეიძლებოდა ორმაგი ეფექტი ჰქონოდა. თავდაპირველად, ოპოზიცია ძალიან ორკესტრირებულად ითხოვდა სანქციების დაწესებას, მერე თავად გაემიჯნენ ამ მოთხოვნას, როდესაც დაინახეს, რომ საზოგადოების განწყობას მთლიანად აცდენილები იყვნენ. მათ ქონდათ 2 რამეზე გათვლა - ერთი ის, რომ ესკალაცია უნდა მომხდარიყო და მეორე, უნდა დამძიმებულიყო საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, რათა გაადვილებულიყო ვითარების არევა ჩვენს ქვეყანში. ამის საშუალებას ჩვენ მათ ვერ მივცემდით და აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ დაგვეწესებინა სანქციები,"-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კვლევის ავტორების განცხადებით, 2022 წელს საქართველო რომ მიერთებოდა საქციებს - ვაჭრობის, გზავნილებისა და ინვესტიციების მიმართულებით ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ეკონომიკას დაახლოებით 11 პროცენტიანი ვარდნა ექნებოდა. კვლევის ავტორებმა გაიხსენეს პანდემიის პერიოდიც, როდესაც ეკონომიკის 6 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა.

დღის ამბები