14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ საქართველო რეფორმების კუთხით არის ლიდერი, საქართველოს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ ჰქონდეს დღეს კანდიდატი სტატუსი - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლებას ევროკომისიის ანგარიშმა არგუმენტები გაუმყარა. "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 6 ჯგუფიდან 3-ში ქვეყანა ლიდერია.

საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ფუნდამენტურ სფეროებში, მათ შორისაა მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპირლში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ამასთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ საქართველო რეფორმების კუთხით არის ლიდერი.

"იცით თუ რა მდგომარეობაში მოხდა ევროკავშირის მხრიდან იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაც ივნისში იქნა მიღებული. ნორმალურ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდებოდა შეფასებები.

ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ საქართველო რეფორმების კუთხით არის ლიდერი, საქართველოს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ ჰქონდეს დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ასევე ადასტურებს იმას, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისევე როგორც ნებისმიერი გადაწყვეტილება მესამე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის შეფასება შესაბამის ასახვას ჰპოვებს უკვე ევროკავშირის საბჭოს დასკვნებსა და გადაწყვეტილებაში," – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები