14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
"მასეთ გარანტიას დედამიწაზე ვერავინ გასცემს" - რას პასუხობს ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს

"აძლევთ თუ არა თქვენ, როგორც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირობას საზოგადოებას, რომ თქვენს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნება და არ დაიღუპება?" - აღნიშნული შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ნინო ნადირაძეს დაუსვა. 

რაზეც სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მას უპასუხა, რომ მასეთ გარანტიას დედამიწაზე ვერავინ ვერ გასცემს. 

"ჩემთან იყო მუდმივი საუბარი, რომ ნებისმიერი გზით უნდა გავიდეს გარეთ. როდესაც არ მთავრდება არასოდეს ეს პროცესი, ჩემთვის ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სპეციალურად ჭიანურდება ეს პროცესი და ელოდებიან თუ როდის ჩამოვა მისი მასის ინდექსი იქამდე, როცა საჭირო იქნება და უბრალოდ  ბატონი მიშას თავდებების გამო მოხდება გათავისუფლება და არა თქვენი წვალების შედეგად. დიაგნოზი დემენცია, ჩვენს კლინიკაში არ ისმევა, დემენცია არის ნევროლოგების და ფსიქიატრების მომიჯნავე დარგი, ჩემი ნერვოლოგი იყო მოსული, რომელსაც ეს კითხვა დაუსვით და მან დემენცია გამორიცხა,"- აცხადებს სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” გენერალური ნინო ნადირაძე. 

დღის ამბები