რატომ ვერ შედგა დიდი ერთობა? - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აფასებს და ამბობს, რომ მათ პარტიას სურვილი აქვს ამ სამეულის გარდა, კიდევ მეტი ერთობა შეიქმნას და კერძოდ კი, ჩამოყალიბდეს ცენტრი, რომლის ხელისუფლების რეალური აკტერნატივა იქნება.
"ზურა ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი, თუმცა "სტრატეგია აღმაშენებელს" არ შეუწყვეტია, რომ ამ სამეულის გარდა კიდევ გავმსხვილდეთ და კიდევ ბევრი თანამებრძოლი იყოს ამ პროცესში. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ცენტრის შექმნას, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა. ჩვენს გაერთიანებაში მოვიაზრებთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული არჩევანი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ როდესაც ერთობა არსებობს, ბრძოლას შედეგიანია.
"ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია ჩამოვყალიბდეთ პრინციპებზე. გვარებსა და სახელებს არ აქვს მნიშვნელობა. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა პროევროპული ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება, ასევე ყველა პროევროპული ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს სჭირდება გადარჩენა - მათთან ჩვენ ვითანამშრომლებთ კი არა, ვიბრძოლებთ ყველა ამ ზალასთან ერთად,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.