14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
უკაცრავად, მაგრამ რა დანაშაული მიუძღვის ჩემს შვილს, ქვეყანა რომ ააშენა?!-გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმე დასკვნით ეტაპზეა. გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოაცხადებს.

6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.

იქამდე კი საზოგადოებამ სააკაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვივამედის დირექტორის უმძიმესი ბრალდებები მოისმინა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვას ეხება.

სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი მოწამლულია. 

"ადამიანმა დაიკლო 38 კილო და უკაცრავად სიკვდილისკენ მიდის ადამიანი. ეს თვითდაზიანება რას ნიშნავს ანუ თვითმკვლელია ადამიანი? რისი მიღებაც შეუძლია ის მიმაქვს და ხშირად დიდ ნაწილს უკან მატანს, ადამიანი არის მოწამლული. უკაცრავად მაგრამ რა დანაშაული მიუძღვის ჩემს შვილს ქვეყანა, რომ ააშენა?,"- აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები