მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და გუშინდელ სასამართლო პროცესზე მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ვინმეს თუ გული შესტკივა, გონივრული ნაბიჯებისაკენ და მკურნალობის დაწყებისკენ უნდა უბიძგონ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს დრამატული სცენის გათამაშებაა.
"აშკარაა, რომ დრამატული სცენის ავადმყოფობის გათამაშების მცდელობაა და ეს პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად სჭირდებათ. ვისაც გული შეტკივა ამ ადამიანზე იმან უნდა ურჩიოს, რომ მკურნალობა დაიწყოს და შწყვიტოს ეს ყველაფერი. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შტაბის შექმნა რამეს წყვეტდეს,"- აცხადებს სარჯველაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სააკაშვილს გარშემომყოფები ხელს უწყობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში.
"მათი ხმაშეწყობილი მოქმედებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მას როგორც ვხედავთ მოუწოდებენ, რომ თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენოს და ამ ფორმით ეგება მოხდეს მისი სასჯელისგან თავის დაღწევა. ერთადერთი ენმ-მ რაც უნდა მოიმოქმედოს მათი დაჩქარებულად დაშლის შტაბი უნდა შეადგინონ,"- აცხადებს ღუდუშაური.