თითქმის 8 თვე ვივამედის კლინიკაში და კვლავ უცვლელი პოზიციები - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის მკურნალობაზე და საჭირო კალორაჟით კვებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. დედა კი, რომელმაც მსჯავრდებული შვილი კლინიკაში დღესაც მოინახულა, აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებზე არა მიზანმიმართულად, არამედ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ვერ იღებს.
გიული ალასანია ვივა-მედის კლინიკაში, შვილთან დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდა, სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ კი, მის გარდა მედიასთან ვივამედის კლინიკური დირექტორიც გამოჩნდა. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილმა დღეს, საკვები რაციონი მინამალურად, გაზარდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ექიმი, რომელიც წინა დღეებში კონკრეტულ პირებს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიზანიმამრთულად არასრული კალორაჟის მიწოდებაში დაადანაშაულა, დღეს ამ პირებს ზედმეტი ჩარევისგაგან თავის შეკავებას ურჩევს.
სააკაშვილის ქმედებებს მანიპულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში და ამბობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - თვითდაზიანებით შეძლოს სასჯელისგან გათავისუფლება. პარლამენტის წევრებმა, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა არა სახელმწიფოს, არამედ თავად პატიმარს ეკისრება.
სააკაშვილის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს მიხეილ სააკაშვილის პარტია. "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გართულებაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკვების მიღებაზე სააკაშვილის უარი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
პოლიტიკური მიზნების განხორციელების მოტივით, სპეკულაციაში ადანაშაულებს ყოფილ პრეზიდენტს მმართველი პარტია. ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს ამბობდნენ იმასაც, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების წახალისებაც ხდება.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის პარალელურად, უკვე დასკვნით ეტაპზეა მისი სასჯელის გადავადების საკითხის განხილვა საქალაქო სასამართლოში. მომდევნო კვირას მხარეებმა უკვე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.